მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, "არც ერთხელ კითხვა არ ყოფილა," რაზეც მას პასუხი არ გაუცია.
"არც ერთხელ, რა თქმა უნდა, ეს თავის მართლება არ არის...არც ერთხელ, არცერთ საკითხზე კითხვა არ ყოფილა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. არც ერთხელ. კითხვა არ არსებობს უბრალოდ. თქვენ ახსენეთ ჩემი ოჯახი. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად კანონიერი ბიზნესსაქმიანობა და ქონება. ამის თაობაზე, თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პენსიონერს.
მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, რომელიც მან შექმნა სხვადასხვა საშუალებებით. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით საჯარო ინფორმაციაა, მე მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია," - განაცხადა ღარიბაშვილმა.