28 მარტს გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომელიც მოიცავს საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, უპილოტო თვითმფრინავებს, ყუმბარმტყორცნებს და გამნაღმველ მანქანებს.
უკრაინამ ასევე მიიღო 18 ათასი 55 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა ბუნდესვერის მარაგებიდან, ჭურვები Leopard 2A6-ის ტიპის ტანკებისთვის, ასევე Vector-ისტიპის14 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი და RQ-35 Heidrun-ის ტიპის 30 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა აღჭურვილობა.
გერმანიამ ასევე გამოაქვეყნა დახმარების ჩამონათვალი, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს. ამ ჩამონათვალშია რაკეტები Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, Marder-ის ტიპის 20 საბრძოლო მანქანა და სხვა აღჭურვილობა.