უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოლექსი დანილოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.