30 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N52, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 190 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.80%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.57%-ით განისაზღვრა