მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მომხდარი ტერაქტის ფონზე საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია.
„ისლამური სახელმწიფოს“ გზავნილების გათვალისწინებით, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას თავდასხმაზე და იმ მუქარების გათვალისწინებით, რომელიც ისმის ჩვენი ქვეყნის მისამართით, გადავწყვიტეთ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხე უმაღლეს დონეზე გავზარდოთ“, – წერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
საფრანგეთის კანონმდებლობით, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის უმაღლეს დონემდე გაზრდა შესაბამის საშუალებას აძლევს გამოიყენონსაზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მომტანი ქმედებები ზომები შესაძლო ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.