კოლუმბიაში ცნობილი ნარკობარონი პეტრო გერერო მოკლეს.
ნარკომოვაჭრე წუხელ გვიან ღამით კოლუმბიის პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პეტრო გერეროს სამართლადამცავები სამი წლის განმავლობაში ეძებდნენ.
იგი კოლუმბიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ნარკოკარტელს მეთაურობდა, რომელსაც ბრალი ადამიანის გატაცებაში, მკვლელობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედებოდა.