უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუშვან ვლადიმირ პუტინისა და მის თანამოაზრეების მიერ, სიცრუის გავრცელება უკრაინის სავარაუდო კავშირის შესახებ მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან. ამის შესახებ ის Х- წერს.
კულებამ აღნიშნა, რომ პუტინმა იცრუა 1999 წელს საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების შესახებ, 2000 წელს კურსკის წყალქვეშა ნავის კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანში სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და მრავალი სხვა კრიტიკოსის მკვლელობებზე. რუს ჯარისკაცებზე, რომლებმაც დაიკავეს ყირიმი, ჩამოაგდეს MH17 და უკრაინაში შეჭრაზე.
მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ რამდენიმე ტყუილი ძალიან, ძალიან გრძელ სიაში, აღნიშნა მან.
„პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც, როდესაც ის უიმედოდ ცდილობს უკრაინა ან დასავლეთი სხვა ქვეყნები დააკავშიროს მოსკოვის მახლობლად მომხდარ მასობრივ სროლასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ასეთ განცხადებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
ვლადიმირ პუტინმა ტერაქტიდან 20 საათის შემდეგ განაცხადა: „ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის“.