48 წლის დაღესტნელი ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა რაც მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქალი თავის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. მისი გვამი სამართალდამცავებმა მკვლელობიდან სამი საათის შემდეგ იპოვეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები