სენატში კანონპროექტს მხარი 74-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 24 კი მოწინააღმდეგე იყო. მანამდე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნული კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს, ხმების 286-134-ზე გადანაწილებით. თუმცა, კანონპროექტის მოწინააღმდეგე 23 დემოკრატი და 112 რესპუბლიკელი კონგრესმენი იყო.
კანონპროექტი აშშ-ს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას მოიცავს. ამას გარდა, ასევე გათვალისწინებულია ზოგადად მთავრობის, ფინანსური მომსახურებისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტი. იგი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გადაუგზავნეს.
ამასთან, ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა დაამტკიცოს კანონპროექტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსების შესახებ.
„მინდა განვაცხადო, რომ კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონპროქტი დამატებითი დაფინანსებისთვის, - განაცხადა ბაიდენმა
მისი თქმით, ორპარტიული მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, საშუალებას მისცემს მთავრობას გააგრძელოს მუშაობა, ეკონომიკა და ეროვნულ უსაფრთხოება.