რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან ტერაქტის მომზადების შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ზოგადი ხასიათის იყო, ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ წყარომ განუცხადა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერის, ედრიენ უოთსონის განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარეს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გადაცემის შესახებ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წყარომ დაადასტურა, რომ ასეთი ინფორმაცია მართლაც მიიღეს” თუმცა აღნიშნა, რომ „ის შეიცავდა ზოგად ხასიათს, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“.
ედრიენ უოთსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამ თვის დასაწყისში აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, პოტენციური სამიზნეს ფართო შეკრებები, მათ შორის კონცერტები წარმოადგენდა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოეცა საჯარო გაფრთხილება რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუზიარა ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ამას „გაფრთხილების ვალდებულების“ პოლიტიკა ითვალისწინებს“.
მანამდე CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვამ გააფრთხილა რუსეთი, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" გეგმავს ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას რუსეთის ფედერაციაში. მათი ინფორმაციით, ასეთი ინფორმაცია 2023 წლის ნოემბრიდან მიიღეს.
ამასთან, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ საკუთარ მოქალაქეები მარტის დასაწყისში გააფრთხილეს და რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ბოლო ინფორმაციით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.