ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია „კროკუს სითი ჰოლში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობებით, გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და თანაგრძნობას უცხადებს რუსეთის მოქალაქეებს, ნათქვამია ერვოკომისიის პერსსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში.
„ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა", - აღნიშნულია სტანოს განცხადებაში.