უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო თავდასხმასთან, რომელიც 22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზში მოხდა.
„უკრაინას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ამ მოვლენებთან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი, სრულმასშტაბიანი, უზარმაზარი, ინტენსიური ომი რუსეთის რეგულარულ არმიასთან და რუსეთის ფედერაციასთან. და მიუხედავად ყველაფრისა, ყველაფერი ზუსტად ბრძოლის ველზე გადაწყდება უკრაინისთვის. მნიშვნელოვანია ეფექტური სამხედრო ოპერაციების განხორციელება, შეტევითი მოქმედებები, რათა განადგურდეს რუსული რეგულარული არმია და ამით დასრულდეს ეს ომი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს გამოუყენებია ომის ტერორისტული მეთოდები, რუსეთისგან განსხვავებით. მან გაიხსენა, რომ თანამედროვე რუსეთის ისტორიაშიც კი იყო არაერთი პრეცედენტი, როდესაც ტერორისტული თავდასხმები მათივე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა შეტევითი სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად.
გარდა ამისა, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ტერაქტამდე დიდი ხნით ადრე მოსკოვში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსალოდნელი იყო ტერორისტული თავდასხმები რუსეთის შემდგომი ქმედებების გამართლებისათვის.
„იმისთვის, რომ გააგრძელონ ფართომასშტაბიანი მობილიზაციის, მილიტარიზაციისა და აბსოლუტურად თავხედური გენოციდური სარაკეტო თავდასხმების გამართლება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.