დანიასა და შვედეთის სამართალდამცველებმა დაგეგმილი ტერორისტული აქტები გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დანიის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, ტერორისტები თავდასხმას იმ გაზეთების რედაქციაზე გეგმავდნენ, რომელშიც ორი წლის წინ მუსულმანური სამყაროს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნეს.
სამართლდამცავებმა ოთხი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, რომელთაგანაც სამი შევდეთის და ერთი დანიის მოქალაქეა. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობებია ამოღებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ გაზეთებში გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებს მუსულმანურ სამყაროს მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა და ისინი მათი ავტორების განადგურებით იმუქრებოდნენ.