2011 წლის დასაწყისში იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას იაპონიის სახმელეთო ძალების 4,5 ათასი სამხედრო და 1,5 ათასის აშშ-ს ოფიცერი.
წვრთნები იაპონიის კუნძულ კიუსიუზე არსებულ სამხედრო ბაზაზე 20 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები