აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას. იუწყება “ამერიკის ხმა“.
„რუსეთის დანაშაულები ბავშვების წინააღმდეგ არის ყველაზე ამაზრზენი ასპექტი უკრაინის წინააღმდეგ, სახელმწიფო ძალადობის უწყვეტ კამპანიაში“, - განაცხადა რეზოლუციის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სიუზან უაილდმა.
მისივე თქმით, რუსეთის დანაშაულები უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ არღვევს გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციას. მის მიერ შეტანილი რეზოლუცია კი უკრაინიდან ბავშვების უკანონო გატაცებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის მთავრობას და გმობს ამ ქმედებებს.
უაილდის თქმით, ის კოლეგებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა რეზოლუციამ კონგრესისგან სრული მხარდაჭერა მიიღოს.
„მე გავაგრძელებ მუშაობას ჩემს კოლეგებთან და უკრაინელ-ამერიკულ საზოგადოებასთან, რათა ეს რეზოლუცია სრულ კენჭისყრამდე მივიყვანო.
„რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ბავშვების თაობა“, – აღნიშნა კონგრესმენმა.