რომის პაპი ფრანცისკე, უკრაინის ომის შესახებ მისი პოზიციის კრიტიკის ტალღის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. იუწყება Vatican News
ვატიკანში თავისი ყოველკვირეული გამოსვლისას პონტიფიკოსმა გაიხსენა „მოწამეობრივი უკრაინისა და წმინდა მიწის, პალესტინის, ისრაელის მცხოვრებლები, რომლებიც ასე განიცდიან ომის საშინელებებს“.
"არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს. ომის დროს წინსვლა არ შეგვიძლია. ჩვენ ყველანაირ შესაძლებლობას უნდა მივმართოთ, რომ ვისაუბროთ და მოლაპარაკება ვაწარმოოთ", - განაცხადა რომის პაპმა.
შვეიცარიულ ტელეკომპანიასთან ინტერიუში რომის პაპმა განაცხადა: ”ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.
იმის გამო,რომ პაპის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანს აღნიშნული განცხადების შესახებ განმარტების გაკეთება მოუწია. ვატიკანის განმარტებით, პაპი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და არა კაპიტულაციისკენ.