რუსეთის ფედერაცია "მისტრალში" 720 მილიონ ევროს გადაიხდის.
ამის შესახებ ინფორმაციას "რეა ნოვოსტი" მოლაპარაკების პროცესში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, "მისტრალის" პირველი გემის მშენებლობის ღირებულება 720 მილიონ ევრო, ხოლო მეორის 650 მილიონ ევრო დაჯდება.
როგორც "რია ნოვოსტის" წყარო განმარტავს, მეორე მისტრალის ღირებულების შემცირება დამოკიდებულია მშენებლობაში რუსეთის ჩართულობის ზრდასთან, კერძოდ კი თუ პირველი გემის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობა 20%-ია, მეორე გემის მშენებლობაში შესაძლოა, წილმა 40%-ს მიაღწიოს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა და პარიზმა აღნიშნეს, რომ "მისტრალის" ტიპის ორი გემის მშენებლობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.