ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში უამინდობა კვლავ გრძელდება.
დიდთოვლობის გამო ამერიკაში ათი ათასამდე ავიარეისი გადაიდო და ნამქერისა და დიდთოვლობის გამო ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აეროპორტებში ფრენა ამ დრომდე ვერ სრულდება.
ბოლო დღეებში ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში მეტრნახევარი თოვლი მოვიდა, რამაც მოსახლეობას, ტრანსპორტით გადაადგილების გარდა, მაღაზიებში საახალწლო საყიდლებზე წასვლის პრობლემაც შეუქმნა.
უამინდობაა ბრიტანეთშიც. ჩრდილოეთ ირლანდიაში სიცივეების გამო მილებში წყლები გაიყინა და ათასობით ადამიანი უკვე ერთი კვირაა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.