გასულ ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოდესას „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავს დაესხნენ. დაზიანდა ორი სასოფლო-სამეურნეო საწარმო. ხანძარი გაჩნდა და ზიანი მიადგა რამდენიმე სამრეწველო შენობას. ინფორმაციას სამხეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ხანძარი ლიკვიდირებულია. არავინ დაშავებულა.
„მტერი აგრძელებს თავის მზაკვრულ ტერორს. ღამით, რუსეთის ტერორისტულმა ძალებმა კვლავ განახორციელეს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა ოდესაზე“, -ნათქვამია განცახდებაში.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაშვებული შაჰედების თავდასხმმოიგერიესა. რომლებიც შეიჭრნენ შავი ზღვის აკვატორიიდამ და მანევრირებას ახდენდნენ ოდესის საცხოვრებელ კორპუსებსა და სამრეწველო რაიონებში.
13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოდესის ოლქში, კიდევ ერთი მიკოლაივის ოლქში.