უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.
კულებამ აღნიშნა, რომ საუბრისას მან მადლობა გადაუხადა ბლინკენს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული უახლესი დახმარების პაკეტისთვის და ხაზი გაუსვა ამერიკისა და სხვა მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის საბრძოლო მასალით.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა გამოიყენოს დახმარების გაჭიანურება შემდგომი წინსვლისა და კიდევ უფრო დიდი ომის რისკის შესაქმნელად მთელი ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის...
ბოლო წლებში უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ საკმარისი დახმარებით შეუძლია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. თუ შეერთებული შტატები ვერ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა შეერთებული შტატების ლიდერის როლზე მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერს კულება სოციალურ ქსელში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისაუბრეს ნატო-ს მომავალი სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე, რომელიც ვაშინგტონში, ამ ზაფხულს გაიმართება.