აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოიყენა კიდევ ერთი შესაძლებლობა და მოუწოდა აშშ-ის კონგრესს დაამტკიცოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ვახშამზე ისაუბრა, სადაც მან ირლანდიის პრემიერ-მინისტრს, ლეო ვარადკარს უმასპინძლა.
ბაიდენმა გაავლო პარალელები ამერიკელებსა და ირლანდიელებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებისადმი სწრაფვას, სწორედ ამას „ვხედავთ უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში პუტინის სასტიკი თავდასხმის ფონზე“, - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ლეო ვარადკარს მიმართა და მადლობა გადაუხადა უკრაინელებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
„მე მზად ვარ გავაგრძელო წვლილის შეტანა. მე მჯერა აბსოლუტური უმრავლესობის, ვფიქრობ, კონგრესის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა შეიტანოს თავისი წვლილი და კვლავ მოუწოდოს ამ ოთახში ყველა წევრს, წინ აღუდგეს ვლადიმირ პუტინს. ის ყაჩაღია.
და მე მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ჩემი ხელმოწერისთვის. კანონპროექტი შეიცავს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას და, რაც მთავარია, ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის. მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.