რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე მოისმინა ავდიივკას მიმართულებიდან დაბრუნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრე სირსკის ანგარიში და ისაუბრა იქ და ფრონტის სხვა საკვანძო სექტორებში არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე განსაზღვრეს ადგილი, სადაც შესაძლებელია რუსეთისთვის ყველაზე დიდი ზარალის მიყენება.
„რაც მეტს დაკარგავს რუსეთის სახელმწიფო და რაც უფრო დიდი იქნება მისი აგრესიის საფასური, მით უფრო ახლოს იქნება ომის სამართლიანი დასასრული“, – დაწერა. სოციალურ ქსელებში თათბირის შემდეგ ზელენსკიმ.