"ქრისტიან-დემოკრატები" ტელეკომპანია "მაესტროს" სოლიდარობას უცხადებენ. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ "მაესტროს" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებიდან ცოტა ხანში გააკეთა.
"მივმართავთ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს და ასევე მედიის პრობლემების საკითხზე მომუშავე დონორ ორგანიზაციებს, ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ ტელეკომპანიას, რომელიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აღმოჩნდა", - განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" ფინანსური პრობლემები აქვს, რაშიც არხის ხელმძღვანელობა ეროსი კიწმარიშვილს ადანაშაულებს. როგორც "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია სწორედ კიწმარიშვილის პოლიტიკურ ამბიციებს ეწირება, რადგან ეს უკანასკნელი არხის საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოყენებას ცდილობს.