შეერთებული შტატებში გმობენ რუსეთის მიერ არჩევნების გამართვას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისება ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„აშშ გმობს რუსეთის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებით“, - განაცხადა მილერმა.
მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა და არასდრს აღიარებს ფიქტიური არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომლებიც ჩატარდა სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში.
„ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა“ -განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
ამასთან, მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში არჩევნების შედეგები „ვერ ასახავს უკრაინის მოქალაქეების თავისუფალ ნებას, რომლებსაც აიძულებენ ხმის მიცემას“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უგულებელყოფას.
„აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დააკისროს პირებს იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის მათ, ვინც დამკვირვებელად იქნება კრემლის ყალბ არჩევნებზე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნა მილერმა.