ტელეკომპანია „ფორმულას”დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ კეზერაშვილს აშშ-მა ვიზაზე უარი ქართული ოცნების ცილისწამების კამპანიის გამო უთხრა.
"საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე.
ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი - რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.
მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.
დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილი მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ". - წერია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. კეზერაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოშო უჩივლა.
აშშ-ს კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს თანახმად, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მას შემდეგ უჩივლა, რაც მან ამერიკის ვიზაზე უარი ფულის გათეთრების მუხლზე დაყრდნობით მიიღო.