ისრაელის მთავრობას აშშ-სთვის არ წარუდგენია რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ან სამხედრო გეგმა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თქმით, ის არ გააკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რა ისაუბრა აშშ-მა ისრაელის მთავრობასთან.
„ჩვენ პირად საუბრებშიც და საჯაროდაც განვაცხადებთ, რომ ჩვენი აზრით, მათ არ შეუძლიათ ან არ უნდა შევიდნენ რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების გეგმის გარეშე, რომელიც მისაღები იქნება“, – ამბობს მილერი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს ოპერაცია რაფაჰში, სადაც 1 მილიონზე მეტი დევნილი იმყოფება.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაცია "წითელი ხაზია", მაგრამ დასძინა, რომ ის გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას.