ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ „ჰამასი“ აუცილებლად უნდა განადგურდე, ეს კი რაფაჰში შესვლის გარეშე გამორიცხულია.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კომენტარი გააკეთა ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომ რაფაჰზე შეტევა აშშ-ისთვის „წითელი ხაზია“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ხელუხლებლად დატოვება ისრაელისთვის წარმოადგენს „წითელ ხაზს“.
„აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. ჩვენ ვერ დავტოვებთ „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ჰამასი“ გადარჩეს. ჩვენ ძირითადი მიზნების შესახებ ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს ისრაელის გადასაწყვეტია“ – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.