"ეროვნულმა ფორუმმა" დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში საკუთარ უფლებამოსილებაზე უარს აცხადებს. იგივე განცხადება რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამაც გაავრცელა. სახალხო წარმომადგენლობითი კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, დასანანია "ეროვნული ფორუმის" უფლებამოსილების შეჩერებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
"სირცხვილია როდესაც სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის ქმრის ინტერვიუს გამო კრებასთან დისტანცირება ხდება. დასანანია რომ ფორუმმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ფორუმი კვლავ რჩება კრების მხარდამჭერად. თუ კრება პოლიტიკური პარტიების გარეშე დარჩება, მას გადაწყვეტილებების აღსრულება გაუჭირდება და ეს ფაქტრიურად მის დისკრედიტაციას გამოიწვევს. კრებამ ყველა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ხალხს დაპირდა და არ უნდა მოხდეს ახლა მისგან დისტანცირება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ბურჯანაძის თქით. სახალხო კრება გააგრძელებს მუშაობას და მისი დაშლა ამ ეტაპზე გამორიცხულია.