"ქართული პარტია" ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს-ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული პარტია მიზანმიმართულად ცდილობს სახალხო კრებისა ჩაძირვას.
"ქართულმა პარტიამ თავჯდომარეობა შემომთავაზა, თუმცა უარი ვუთხარი. შემდეგ იყო ინიციატივა მათი მხრიდან, რომ "ქართული პარტია" და "დემოკრატიული მოძრაობა" ბლოკში გაერთიანებულიყვნენ, თუმცა ამაზეც უარი განვაცხადე. ეხლა კი მათგან ჩემსა და სახალხო კრების მიმართ ბინძური კამპანია მიდის. ეს არის გამწარებული ხალხის ოპოზიცია. ხოლო, ჩემი და "გრეჩიხას" დაპირისპირება სახალხო კრებასთან არაფერ შუაშია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის შეხვედრის მომსწრე თითონ იყო. შეხვედრაზე კი, გაჩეჩილაძე და სააკაშვილი მართლაც შეთანხმდნენ საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად 10-12 მილიონი ლარის გამოყოფას გაჩეჩილაძისთვის.