უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება. ამის შესახებ მან ლიეტუვურ მედიას განუცხადა.
კულება დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს, ისინი გაბედულად დაიცავენ თავს „მტრისგან, რომელიც აღემატება გამოცდილებითაც და შესაძლებლობებით“, ნატო-ს კი დასჭირდება რამდენიმე დღე რეაგირებისათვის.
"საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ნატო გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიევკას - ასეთი იქნება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ. ასეთი იქნება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი,“ - თქვა მან.
სწორედ ამიტომ, კულებას თქმით, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან.
ამასთან, კულებამ დასძინა, რომ ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას.