აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა რამადანის დაწყებამდე ადვილი არ იქნება.
”ეს ადვილი არ ჩანს”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა რამადანისთვის ხუთთვიანი კონფლიქტის დასასრულებლად.
ბაიდენმა დაამატა, რომ ის "რა თქმა უნდა" შეშფოთებულია შესაძლო ესკალაციის გამო აღმოსავლეთ იერუსალიმში რამადანის მოახლოებასთან დაკაშირებით, რომელიც 10 ან 11 მარტს დაიწყება.
პარასკევს ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა შეიკრიბონ ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსთან აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც ბოლო წლებში რამადანის დროს დაძაბულობის კერა იყო.
დაჯგუფებამ ასევე განაცხადა, რომ უარს არ იტყვის ისრაელის მიმართ ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე მძევლების გათავისიფლების სანაცვლოდ.