უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „X “-ში წერს
„ჩვენ გვჭირდება მსოფლიოში ისეთი ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც მშვიდობის მოტანა შეუძლიათ, ის ერთ-ერთი ასეთი ლიდერია. დაბრუნდით და მოგვიტანეთ მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.
ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ. მათი მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიე დღის წინ ორივე მხარემ დაადასტურა.