აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს TikTok-ის აკრძალვის შესახებ თუ მას კონგრესი დაამტკიცებს.
ამავდროულად, მისმა კონკურენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა შეშფოთება სერვისის აკრძალვის გამო, რომელსაც 170 მილიონი ამერიკელი მოხმარებელი ჰყავს.
წარმომადგენელთა პალატა გეგმავს TikTok-ის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს კენჭი მომავალ კვირას უყაროს.
„თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც.
ამავდროულად, მისმა კონკურენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა შეშფოთება სერვისის აკრძალვის გამო, რომელსაც 170 მილიონი ამერიკელი მოხმარებელი ჰყავს. მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა: „თუ TikTok-ს აკრძალავტ, Facebook გააორმაგებს თავის ბიზნესს“.