უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ დასავლეთი უკრაინას ჯარითაც დაეხმაროს.
„ჩვენ აბსოლუტურად არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გარკვეული ქვეყნების სამხედრო ნაწილები გამოჩნდნენ, თუ ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა დანილოვმა.
ამავე დროს, განაცხადა, რომ უკრაინაში უცხოელი სამხედროების გაგზავნის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა ყოველთვის არ იყოს საჯარო.
ამასთან, დანილოვმა აღნიშნა რომ უკრაინა ახლა, უპირველეს ყოვლისა, დასავლელი პარტნიორებისგან იარაღის დროულ მიწოდებას ელის.