საქართველო აზერიბაიჯანულ გაზს 2020 წლამდე უწყვეტად მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 2010 წლის შემაჯამებლე ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის 2020 წლამდე ბუნებრივი გაზის უწყვეტად მიწოდებას ითვალისწინებს. ხეთაგურის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება არის გარანტი იმისა, რომ საქართველო 2020 წლამდე გაზით უწყვეტად და საიმედოდ იქნება მომარაგებეული.
მინისტრის თქმით, ახალი ხელშეკრულებით დღეს არსებული სამომხმარებლო ტარიფი სრულად შენარჩუნებულია.