ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თებერვალში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა. მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ნაპოლი“ სერია A-ში 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც თამაშობს. „ნაპოლი“ 13 მარტს „ბარსელონას“ შეხვდება.