ხელისუფლებაში არ არიან ისინი ვისაც გაგონება ძალუძს. "რკინის ფარდის", დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და ეკონომიკური ბლოკადის გარდა დასავლეთის სხვა რეაქციები რუსეთის ხელისუფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს. აცხადებს რუსი ჟურნალისტი, დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ინტერნეტ-პორტალ "RFI "-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
"დასავლეთის რეაქციები რუსეთის ხელისუფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს. აქ ხისტი ზომების მიღებაა საჭირო: "რკინის ფარდა" იქითა მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ეკონომიკური ბლოკადა. ისევე როგორც ეს ლუკაშენკოს შემთხვევაში მოხდა. ევროკავშირის კეკლუცმა მასთან მიგვიყვანა კიდეც იმ ტრაგედიამდე რომელიც იქ ახლა ხდება. რუსეთი კი კეთილგანწყობაზე არასოდეს მოახდენს რეაგირებას. ხელისუფლებაში არ არიან ისეთები რომლებსაც გაგონება ძალუძთ. ხალხი კი... ხალხი როგორც ყოველთვის დუმს. ეს ჩვენი ხალხი ხომ მუდმივად ამით არის დაკავებული", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.
მასალის გამოყენების პირობები