რუსეთის პრეზიდენტმაAდიმიტრი მედვედევმა ფედერაციაში შემავალი სუბიექტების ხელმძღვანელებს "პრეზიდენტის" სტატუსის მინიჭება აუკრძალა.
შესაბამისი ცვლილება შევიდა "რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო (წარმომადგენელი) და აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტების ზოგადი პრინციპების შესახებ" კანონის მე-18 მუხლში.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების პაკეტს ხელი პრეზიდენტმა მედვედევმა უკვე მოაწერა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეუძლიათ დაირქვან "მეთაური, ხელმძღვანელი, ხელისუფლების თავმჯდომარე და მსგავსი დასახელებები".
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი რეგიონები ვალდებულები არიან საკუთარ კონსტიტუციაში ცვლილება 2015 წლის 1 იანვრამდე შეიტანონ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვისაც "პრეზიდენტის" სტატუსი ჩამოართვეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური რაზმან კადიროვი იყო.
ჩეჩნეთში არ გამორიცხავენ, რომ კადიროვისთვის "პრეზიდენტობის" ჩამორთმევა მედვედევმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელმა ღიად განაცხადა, რომ მისთვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის პრეზიდენტად დარჩება.