უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
“ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა. ხომ ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებს სად განახორციელებს დარტყმას. ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერ არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
მისი განცხადებით, უკრაინას სჭირდება უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
თავდასხმის დროს ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ოდესის პორტში. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, აფეთქებები მათთან ახლოს იყო.
მანამდე ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.