დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა, ნიშნავს დაბრუნებას ქაოსში, განხეთქილებასა და სიბნელეში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. იუწყება CNN
„ოთხი წლის წინ მე კენჭი ვიყარე იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელიც დონალდ ტრამპმა შეუქმნა ამერიკას, რომლისაც ყველას გვჯერა.
{ტრამპს} ამოძრავებს შურისძიება და არა ამერიკელ ხალხის ინტერესი," - განაცხადა ბაიდენმა
ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა პროგრესს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის დროს სამუშაო ადგილებთან, ინფლაციასთან, წამლების ფასებთან და იარაღის კონტროლთან დაკავშირებით.
მან ასევე გააფრთხილა, რომ თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, მისი ადმინისტრაციის მიღწეული პროგრესი რისკის ქვეშ დადგება.