ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის მეთაურის სერგეი კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურის ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა.
როგორც ICC-ის ანგარიშშია ნათქვამი, დაკავების ორდერი გაიცა „უკრაინაში არსებული ვითარების კონტექსტში, სავარაუდო სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩადენილია სულ მცირე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე“.
კობილაში და სოკოლოვიპასუხისმგებელი არიან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე აღნიშნულ პერიოდში.
ჰააგამ დაადგინა, რომ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.
სასამართლო ასევე ასკვნის, რომ დარტყმებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე მეტად, მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.
„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ ეკისრებათ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.