საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელორუსი-პოლონეთის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
"როგორც საკონსულო დეპარტამენტში განმარტავენ, მსგავსი ინფორმაცია ჯერ უწყებაში არ შესულა. აქედან გამომდინარე, საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით ვერ გაკეთდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსული სააგენტო "ბელაპანის" ინფორმაციით, საქართველოს 9 მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გროდნოს რაიონის სასაზღვრო ზონაში, 25 დეკემბერს დააკავეს. მათგან ხუთს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ აღმოაჩნდა.
საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ ბელორუსის გავლით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სურდათ გადასვლა.