უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ომში გამარჯვებისთანავე დაუყოვნებლივ შეძლებს, ამისათვის კი ქვეყანა საშინაო დავალებას ორ წელიწადში შეასრულებს.
დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენი გამარჯვებისთანავე მიიღება. არ მჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინის საშინაო დავალების შესასრულებლად სხვა ფორმალობებს დაელოდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ - ეჭვგარეშეა... მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ჩვენი გამარჯვებისთანავე, ამ ომის დამთავრების შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი. საშინაო დავალებას ორ წელიწადში შევასრულებთ“,- განაცხადა შმიჰალმა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან სწრაფად მოძრაობს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, ქვეყანამ უკვე მოახდინა კანონმდებლობის თვითკონტროლი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ეს ამცირებს მოლაპარაკების პროცედურების ხანგრძლივობას.
მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა შეძლებს ყველა მოლაპარაკების პროცედურის გავლას „ძალიან სწრაფად – ორ წლამდე“. ”ჩვენ მზად ვართ ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ ჩვენი საშინაო დავალება”, - თქვა შმიჰალმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პარლამენტებს კი რატიფიკაციის განხორციელება.