თბილისში, გმირთა მოედანზე, „საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან", გრძელდება 1992-93 და 2008 წლების საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა საპროტესტო აქცია. ვეტერანი მეომრები ხელისუფლებას მათი პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებენ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ.
„ქართული პარტია" სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და ხელისუფლებისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების მქონე ადამიანების აბუჩად აგდება და იზრუნოს მათთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნისთვის.
„ქართული პარტიის" ლიდერები უერთდებიან ვეტარანი მეომრების სამართლიან მოთხოვნებს და მონაწილეობას მიიღებენ დღეისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაში, რომლის დროსაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ განუმარტავენ საზოგადოებას მათი მოთხოვნების შინაარსს.