2010 წლის ბოლოსთვის საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 2 მლნ 54 ათას 382 შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 37 პროცენტითაა გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2009 წელს ქვეყანაში 1 მლნ 500 ათას 49 ტურისტი შემოვიდა. 2009 წელს 2008 წელთან შედარებით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 16 პროცენტით იყო გაზრდილი.