თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი უახლოეს მომავალში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მომხრეა და აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის აღიარებას. იუწყება Reuters
ფიდანი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
მისი თქმით, ლავროვთან რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის უკრაინის.
ჰაქან ფიდანის თქმით, თურქეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარეებმა უკვე მიაღწიეს იმ მაქსიმალურ შედეგებს, რომელთა მიღწევაც ომით შეუძლიათ.
ფიდანის განცხადებით, ახლა დროა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების ფაქტი არ ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის აღიარებას.
მისი თქმით, „სუვერენიტეტისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები ცალკე უნდა განიხილებოდეს“.
„ეს არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ დადგა დრო, „სუვერენიტეტისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები ცალკე უნდა განიხილებოდეს“, - თქვა ფიდანმა.
"500 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი და დაშავება და მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სრული განადგურება არ არის რეალობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ. ეს როგორმე უნდა შეწყდეს. ამის შესაჩერებლად გარკვეული დისკუსია უნდა შედგეს და ყველამ უნდა შეეგუოს ამ აზრს. ”- აღნიშნა ფიდანმა.