საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტო 2010 წლის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს. სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის გათვლებით, 2011 წელს ქვეყანაში შესაძლოა 3 მლნ. უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს.
"როდესაც მე სააგენტოს ხელმძღვანელად დავინიშნე ვივარაუდე, რომ 2010 წელს საქართველოს 2 მლნ. ტურისტი ეყოლებოდა და გამოაცხადეს, რომ ეს ჩემი საკმაოდ ამბიციური ციფრები იყო, თუმცა დღეის მონაცემებით საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ უკვე 2 მლნ-ს გადააჭარბა. ამის გათვალისწინებით, აღარ მოვერიები და ვიტყვი, რომ 2011 წელს 3 მლნ .ტურისტს ველოდებით", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მაის სიდამონიძემ.
მაია სიდამონიძე, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელად კონკურსის წესით შეირჩა და მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწონებული პროექტის წყალობით დაიწყო, დღეს აცხადებს, რომ მისი პროექტი წარმატებით ხორციელდება.
"ჩემი პროექტის ის პუნქტები, რაც საქართველოს ცნობადობის გაზრდას და უცხოეთიდან ტურისტების მოზიდვას ეხებდა, ეს პუნქტები უკვე ხორციელდება. რეგიონალური ოფისებისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია. განათლების სფეროშიც გარკვეული ტრენინგები ჩატარდა და 2011 წელს უფრო მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავთ, რათა ეს ყველაფერი მომახურეობის ხარისხზე აისახოს. მნიშვნელოვანი იყო ასევე სველი წერტილების საკითხიც, რის მოწყობაზეც ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. სახელმწიფომ შესაძლოა ფული ჩადოს და ააშენოს, მაგრამ მისი მოვლა-პატრონობა მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ გადავწყვითეთ ამ მიმართულებით კერძო სექტორის დაინტერესებაც.
საქართველოს მასშტაბით ყველაზე მონახულებად ადგილებში გზის ნიშნულები გაკეთდა და 2011 წლიდან გვინდა, რომ ასეთი ნიშნულები დამაგრდეს ყველგან", _ განაცხადა მაია სიდამონიძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წელი საქართველოში განსაკუთრებული იყო.
საქართველოში ჩამოვიდა 2 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი. 2010 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების მიმართულებით. მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელდა მარკეტინგული კამპანია, გუდაურში ჩატარდა ფრეე რიდე და ფრეე სტყლე ფესტივალები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა კომპანია ჭარრენ Mილლერ -ის გადამღები ჯგუფები, რომელიც სპეციალიზირდება სათავგადასავლო დოკუმენტურ ფილმებზე. ამ ჯგუფმა გადაიღო ორი 13-წუთიანი დოკუმენტური ფილმი და 30 წამიანი საიმიჯო კლიპი გუდაურზე. ასევე ბრიტანულ-ესპანურმა სარეკლამო კომპანია BUშშ თV -ის გადამღებმა ჯგუფმა დაასრულა საქართველოზე 52-წუთიანი ფილმის გადაღება. დამზადდა 2 ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და ქართული ღვინის შესახებ. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, შეიქმნა პროექტი: "დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ", თრეველის სატელევიზიო არხთან, ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და იზაბელ ლეგერონთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დოკუმენტური ფილმის შექმნა და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა მსოფლიოსთვის საერთაშორისო ტელეარხის თრეველის მეშვეობით.
ასევე უკრაინაში მიმდინარეობდა ინტენსიური სარეკლამო კამპანია, რომელიც მოიცავდა, როგორც ზოგადად, ასევე სეზონურად საქართველოს რეკლამირებას. საქართველო წარმოდგენილი იყო 14 საერთაშორისო და 2 ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაზე. მათ შორის ქალაქ შანხაიში მსოფლიო "ექსპო 2010"-ში. უმასპინძლა 20 პრეს-ტურს საერთაშორისო სამოგზაურო მედიისთვის.
2010 წელს უპრეცენდენტო მასშტაბს მიაღწია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ. კერძოდ გზების რეაბილიტაციამ, კურორტებზე საბაზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანი იყო ახალი ტურისტული ადგილების მოწყობა. მოეწყო ყვარლის ტბა. გაიხსნა ახალი სამთო სათხილამურო ცენტრი მესტიაში. განხორციელდა მცხეტის ისტორიული ნაწილისა და ქუთაისის რეაბილიტაცია. თანამედროვედ მოეწყო სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალზე მნიშცნელოვანი იყო ორი ახალი ტრანსნაციონალური კორპორაციის ბათუმში "შერატონის" და თბილისში ჰოლიდეი ინის გახსნა. ძალზე მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ინიციატივა ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შEქმნასთან დაკავშირებით, სადაც ინვესტორებისთვის განსკაუთრებული საგადასახადო შეღავათების დაწესება გამოიწვევს, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის დაჩქარებული ტემპით განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
2010 წელი ნაყოფიერი იყო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხითაც. გაფორმდა მემორანდუმი, გაეროს მსოფლიო ტურზმის ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოს რეგიონში ლიდერის როლს ანიჭებს.