ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა, ტექსასის შტატში, მექსიკის საზღვარზე ვიზიტისას, ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაცვალეს მიგრაციული კრიზისის საკითხთან დაკავშირებით. იუწყება CNN
ისინი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტექსასში ერთდროულად ჩავიდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოინახულეს აშშ-მექსიკის საზღვარი რიო გრანდეს გასწვრივ და იმსჯელლეს იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე სასაზღვრო კრიზისსა და საიმიგრაციო სისტემის მუშაობის ხარვეზებთან დაკავშირებით.
იმიგრაცია გახდა ცენტრალური საკითხი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში.
მათი მოგზაურობის მარშრუტები თითქმის ერთნაირი იყო. ისინი ტექსასში ჩავიდნენ ნახევარ საათის სხვაობით, ორივემ მოისმინა სასაზღვრო სამსახურის ბრიფინგი, ორივემ გაიარა რიო გრანდეს სანაპირო ისაუბრა მხარდამჭერებთან.
ბაიდენისა და ტრამპის გამოსვლებიც კი დროში ერთმანთს დაემთხვა, მაგრამ გამომსვლელები ერთმანეთისგან 480 კილომეტრით იყვნენ დაშორებული.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სასაზღვრო ქალაქ ბრაუნსვილში, გააკრიტიკა რესპუბლიკელები იმის გამო, რომ უარი თქვეს ხელი მოაწერონ ორპარტიულ კანონპროექტს საზღვრის უსაფრთხოების შესახებ, მას შემდეგ, რაც ტრამპმა თავის პარტიის წევრებს ურჩია, არ დაამტკიცონ ეს დოკუმენტი.
”მესაზღვრეებს სჭირდებათ მეტი რესურსი,” - თქვა ბაიდენმა სასაზღვრო პატრულის აგენტებთან ბრიფინგისა და მდინარე რიო გრანდეს გასწვრივ გასეირნების შემდეგ, რომელიც ჰყოფს ბრაუნსვილს და მექსიკას.
„აი, რას ვეტყოდი ბატონ ტრამპს: იმის ნაცვლად, რომ კონგრესს ელაპარაკოთ, კანონმდებლობის დაბლოკვაზე, შემომიერთდით, რათა მივიღოთ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი. ჩვენ შეგვიძლია ამის ერთად გაკეთება.“, - დასძინა ბაიდენმა და თქვა, რომ მათ მიერ შეთავაზებული ზომები დააჩქარებს მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესს და ხელს შეუშლის საზღვრის უკანონო გადაკვეთას.