ბელორუსს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ აღმასრულებელი ხელისუფლება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს მიხაილ მიასნიკოვიჩს ჩააბარა.
მიასნიკოვი ამ თანამდებობაზე სერგეი სიკორსკის ჩაანაცვლებს, რომელსაც პრემიერის პოსტი 7 წელი ეკავა.
ბელორუსის მინისტრთა ახალი კაბინეტი მუშაობას 1 იანვრიდან შეუდგება.