აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მანამდე ამ შეხვედრის შესახებ The New York Times-იც წერდა.
უნგრეთის საელჩომ ვაშინგტონში, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საკთხთან დაკავშირებით შეკითხვებს არ უაპასუხეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორბანი, ისევე როგორც ტრამპი, ემორჩილება პოპულისტურ პოლიტიკას და გამორჩეულად ფიგურირებს, როგორც ულტრამემარჯვენე აღორძინების ლიდერი ევროპაში.
ასევე Bloomberg აღნიშნავს, რომ მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრა ხაზს უსვამს ტრამპის მზარდ გავლენას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, რადგან ის ძალიან ახლოს არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენასთან.